თანხმობა დე ლაურენტისისგან - ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან მიდის » სპორტის ხაზი

თანხმობა დე ლაურენტისისგან - ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან მიდის

თანხმობა დე ლაურენტისისგან - ლუჩანო სპალეტი ნაპოლიდან მიდის
29-05-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში საუბარი არ წყდებოდა ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან წასვლის შესახებ, რაც აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ Goal Italia-მ სპალეტის შესახებ დე ლაურენტისის კომენტარი გამოაქვეყნა. აი, რა თქვა მან:

"ის თავისუფალი კაცია. მოვიდა და მთხოვა, რომ ერთი წლით ყველაფრისგან დასვენება სურდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კონტრაქტი ისევ აკავშირებს. ცხადია, ამაზე უარს ვერ ვეტყოდი, რადგან მან ძალიან ბევრი რამ მოგვცა და მისი მადლიერები უნდა ვიყოთ."

"სპალეტიმ სკუდეტო მოგვაგებინა და მასთან ერთად ჩემპიონობის ერთი ციკლი დასრულდა, მან ჩვენთან ყველაფერი გააკეთა."
- თქვა დე ლაურენტისმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის გაწვრთნის ფავორიტები ლუის ენრიკე, ანტონიო კონტე, რაფა ბენიტესი და ჯან პიერო გასპერინი არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი