"ამ პოზიციაზე ბარსელონა ზაფხულში არავის იყიდის" - ფაბრიციო რომანო » სპორტის ხაზი

"ამ პოზიციაზე ბარსელონა ზაფხულში არავის იყიდის" - ფაბრიციო რომანო

"ამ პოზიციაზე ბარსელონა ზაფხულში არავის იყიდის" - ფაბრიციო რომანო
27-05-2023, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანომ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ბარსელონას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, კატალონიელები მარცხენა მცველის პოზიციაზე ამ ზაფხულში არავის შეიძენენ, რაზეც რომანო ჩავი ერნანდესის, კატალონიური კლუბის მწვრთნელის სიტყვებს იმოწმებს:

"ჩვენ მარცხენა მცველის პოზიციაზე სეზონის ბოლოს არავის კანდიდატურას არ განვიხილავთ მიუხედავად იმისა, რომ კლუბიდან ჟორდი ალბა მიდის. ჩვენთან ბალდე და მარკოს ალონსო თამაშობენ, რაც სავსებით საკმარისია." - თქვა ჩავიმ

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა კლუბმა ლა ლიგის პირველობა ოფიციალურად რამდენიმე ტურის წინ გაიფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი