"იუვენტუსს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები სჭირდება" - ანჯელო დი ლივიო » სპორტის ხაზი

"იუვენტუსს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები სჭირდება" - ანჯელო დი ლივიო

"იუვენტუსს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები სჭირდება" - ანჯელო დი ლივიო
27-05-2023, 14:48
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა, 56 წლის ანჯელო დი ლივიომ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არა უკვე შემდგარი სუპერვარსკვლავები, არამედ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები სჭირდებათ:

"ამდენი პრიმადონა ყელში ამოვიდა, რაც იუვენტუსში ხდება სრული გაუგებრობა და ქაოსია. მე თუ მკითხავთ, იუვენტუსმა გამოჩენილ და შემდგარ მოთამაშეებზე ფოკუსირება უნდა შეწყვიტოს, რადგან კლუბმა ამ ხერხით ვერანაირი ხეირი ვერ ნახა."

"ჩემი აზრით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. მათ ახალი ვარსკვლავები უნდა აღმოაჩინონ და თავად შექმნან იმის მაგივრად, რომ სხვებს წაართვან."
- თქვა დი ლივიომ

ცნობისთვის, ანჯელო დი ლივიო "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში 1993-1999 წლებში თამაშობდა და მათ რიგებში 3 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი