"განადგურებული ვარ და ამას ვერაფრით ვამართლებ" - სალაჰი ლივერპულის ოთხეულის მიღმა დარჩენას ეხმაურება » სპორტის ხაზი

"განადგურებული ვარ და ამას ვერაფრით ვამართლებ" - სალაჰი ლივერპულის ოთხეულის მიღმა დარჩენას ეხმაურება

"განადგურებული ვარ და ამას ვერაფრით ვამართლებ" - სალაჰი ლივერპულის ოთხეულის მიღმა დარჩენას ეხმაურება
26-05-2023, 15:22
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისური კლუბი, კერძოდ იურგენ კლოპის ლივერპული ოთხეულს მიღმა დარჩა და 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ყველაფერს ეხმაურება ამავე გუნდის ეგვიპტელი ლიდერი მოჰამედ სალაჰი, რომელიც სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ემოციური პოსტით მიმართავს:

"სრულიად განადგურებული ვარ და ამის გამართლება არაფრით არ შემიძლია. სამწუხაროდ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ყველაფერი გვქონდა, თუმცა ოთხეულში ადგილი ვერ მოვიპოვეთ, ეს საშინელი შეგრძნებაა."

"ჩვენ ვართ ლივერპული და ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ მინიმუმია, რასაც ჩვენგან უნდა იღებდეთ. ვწუხვართ, მაგრამ დაგაღალატეთ როგორც თქვენ, ისე საკუთარი თავები."
- დაწერა სალაჰმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.