"სპალეტი რომელიმე მათგანით შეცვალოს და ნაპოლის კრიზისიც დასრულდება" - ფედელე დე ლაურენტისზე » სპორტის ხაზი

"სპალეტი რომელიმე მათგანით შეცვალოს და ნაპოლის კრიზისიც დასრულდება" - ფედელე დე ლაურენტისზე

"სპალეტი რომელიმე მათგანით შეცვალოს და ნაპოლის კრიზისიც დასრულდება" - ფედელე დე ლაურენტისზე
26-05-2023, 14:54
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება საფეხბურთო ექსპერტის, ენრიკო ფედელეს კომენტარი, რომელსაც ის ნაპოლის მწვრთნელის ცვლილების შესახებ აკეთებს და იმ 2 სპეციალისტს ასახელებს, რომლებსაც პარტენოპეისთვის მოსალოდნელი კრიზისის თავიდან აცილება შეუძლიათ:

"როგორც ვხედავ, ლუჩანო სპალეტისა და დე ლაურენტისს შორის შეთანხმება ტოსკანელის კლუბიდან წასვლის შესახებ უკვე შედგა, რაც სავსებით სწორი გადაწყვეტილება მგონია. ვფიქრობ, მწვრთნელი ყოველ 2-3 წელიწადში უნდა იცვლებოდეს, რადგან მისი იდეები თანდათან ძველდება და გუნდში კრიზისი იწყება ხოლმე."

"ჩემი აზრით, ნაპოლისთვის შესაძლო კრიზისისა და ჩავარდნის თავიდან აცილება ახლა ორ კაცს შეუძლია, ესენი ანტონიო კონტე და ლუის ენრიკე არიან. რა თქმა უნდა, სპალეტიმ დიდებულად იმუშავა და მისი ღვაწლი ფასდაუდებელია, თუმცა კრიზისი აბსოლუტურად ყველა გუნდს ეწყება, მათი მოგვარება კი ამ დამრიგებლებს შეუძლიათ."
- თქვა ენრიკო ფედელემ

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში პარტენოპეის განსაკუთრებით ხშირად უკავშირებენ ლუის ენრიკეს, რომლის დანიშვნის მთავარი წინაღობაც ჯერჯერობით მხოლოდ მისი მაღალი ანაზღაურებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი