კეინმა ტოტენჰემს გაშვება სთხოვა - მამლები ფეხბურთელს ინგლისში არ გაყიდიან » სპორტის ხაზი

კეინმა ტოტენჰემს გაშვება სთხოვა - მამლები ფეხბურთელს ინგლისში არ გაყიდიან

კეინმა ტოტენჰემს გაშვება სთხოვა - მამლები ფეხბურთელს ინგლისში არ გაყიდიან
25-05-2023, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იწერება, ჰარი კეინმა ტოტენჰემს სთხოვა, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში, თავდამსხმელი სხვა კლუბში გაუშვას.

ბაიერნი, მადრიდის რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ ინგლისელი ფორვარდის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და შეთავაზებებს ამზადებენ - ტოტენჰემი მზად არის თითოული წინადადება განიხილოს, მაგრამ მათი პრიორიტეტი კეინის საზღვარგარეთ გაყიდვაა, რათა 29 წლის ფორვარდი მთავარი კონკურენტების ხელში არ აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, კეინსა და ტოტენჰემს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ს კი შემტევი 90 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი