"ვინჩენცო იტალიანოს მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს" - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ასახელებს? » სპორტის ხაზი

"ვინჩენცო იტალიანოს მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს" - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ასახელებს?

"ვინჩენცო იტალიანოს მიმართ დიდი სიმპათიები მაქვს" - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ასახელებს?
26-05-2023, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია საკითხი თუ ვინ უნდა დაინიშნოს ნაპოლის მწვრთნელად 2023/2024 წლების სეზონიდან, რისთვისაც აურელიო დე ლაურენტისს მხედველობაში არაერთი სპეციალისტი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ იტალიურ მედიაში სწორედ აურელიოს კომენტარი ვრცელდება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ვინჩენცო იტალიანოს, ფიორენტინას ამჟამინდელი თავკაცის შესახებ გააკეთა:

"ვინჩენცო იტალიანოს სამწვრთნელო შესაძლებლობები ყოველთვის მომწონდა და პატივს ვცემდი. რამდენიმე წლის წინ მან ჩვენი დამარცხება მოახერხა, რა დროსაც გასახდელში მასთან მივედი და გამარჯვება პირადად მივულოცე."

"მზადაა თუ არა იტალიანო დიდი გუნდისთვის? - ვფიქრობ, ის ისედაც დიდ გუნდს წვრთნის. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სერია A-ში სულ 4-5 დიდი გუნდი თამაშობს, თუმცა ეს ასე არაა. მაგალითისთვის, ფიორენტინასაც უდიდესი ისტორია და გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს."
- თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა

ცნობისთვის, ვინჩენცო იტალიანოს ფიორენტინამ კოპა იტალიის ფინალი სიმონე ინძაგის ინტერის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი