მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ საკლუბო ტურნირებზე ისაუბრა და გაამხილა, რომ მისთვის ჩემპიონთა ლიგა უფრო პრესტიჟული ტურნირია, ვიდრე პრემიერ ლიგა.
"როდესაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციას მივაღწევთ, ქალაქის საუკეთესო რესტორანში წავალ და საუკეთესო ვახშამს შევუკვეთავ. ეს ტურნირი არის საუკეთესო, რისი თამაშიც კლუბებს შეუძლია.
ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრემიერ ლიგაში ტრიუმფი", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ცნობისთვის, ამ სეზონში გვარდიოლას გუნდმა პრემიერ ლიგა უკვე მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს - ქალაქელები ფინალურ ეტაპზე ინტერს დაუპირისპირდებიან.