"ჩამოდით ბახმუტში და მერე ისაუბრეთ" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ბალდესა და რობერტოს პასუხობს » სპორტის ხაზი

"ჩამოდით ბახმუტში და მერე ისაუბრეთ" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ბალდესა და რობერტოს პასუხობს

"ჩამოდით ბახმუტში და მერე ისაუბრეთ" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ბალდესა და რობერტოს პასუხობს
24-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას ორმა განაპირა მცველმა, კერძოდ სერხი რობერტომ და ალექს ბალდემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩაწერეს, რომელშიც ისინი კონკრეტულად რუს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ.

ცხადია, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან გაღიზიანდნენ უკრაინელები, რომელთა ფეხბურთის ასოციაცამაც ესპანელი ფეხბურთელების მიმართ განცხადება საჯაროდ გააკეთა:

"როგორც ჩანს, ბარსელონას მოთამაშეებს ძალიან სურთ, რომ რუსი გულშემატკივრები იხილონ. მათ რუსების ნახვა ბახმუტში შეუძლიათ, სადაც რუსები ახალგაზრდა ბავშვებს კლავენ, ბავშვებს, რომლებსაც კარგი საფეხბურთო კარიერა უნდა ჰქონოდათ. მათ შეუძლიათ, რომ უკრაინაში ჩამოვიდნენ და ნახონ თუ რას დაამსგავსეს მშვიდობიანი ქალაქები და მოსახლეობა რუსებმა."

"აგრესორის მიმართ მთელი ევროპა გაერთიანდა და ბარსელონასგანაც იგივეს უნდა ვხედავდეთ. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთი კლუბს ამის გამო პასუხს მოსთხოვს."
- ამბობენ უკრაინელები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი