SkySports: იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს » სპორტის ხაზი

SkySports: იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს

SkySports: იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს
23-05-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენის ბაიერნი იუვენტუსის შემტევის, დუჰან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით დაინტერესდა.

SkySports-ის ინფორმაციით, იტალიურ კლუბში ბაიერნისგან შეთავაზებას ელოდებიან, რადგან გერმანულმა კლუბმა არაფორმალური ინტერესი უკვე გამოხატა ფეხბურთელისადმი.

ასევე, გამოცემა ირწმუნება, რომ იუვენტუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს წინადადებას, თუ პარალელურ რეჟიმში ვლაჰოვიჩის შემცვლელს მიაგნებენ.

ცნობისთვის, 23 წლის ვლაჰოვიჩსა და იუვენტუსს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში გასდის, ახალგაზრდა ფორვარდი კი გერმანულ Transfermarkt-ს 75 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი