"კვარაცხელია ნაპოლის თამაშში განსხვავებას ქმნის" - ერალდო პეჩი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ნაპოლის თამაშში განსხვავებას ქმნის" - ერალდო პეჩი

"კვარაცხელია ნაპოლის თამაშში განსხვავებას ქმნის" - ერალდო პეჩი
24-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის, ერალდო პეჩის კომენტარი, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდს თავისებურად აღწერს და ყველასგან როგორც ვიქტორ ოსიმენს, ისე ხვიჩა კვარაცხელიას გამოარჩევს:

"არაერთხელ გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ძველ ნაპოლიში დიეგო ღმერთის საჩუქარი იყო, რომელიც მან ხალხს ფეხბურთისთვის მისცა. რაც შეეხება დღევანდელ გუნდს, აქ გუნდურობამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა, რამაც კლუბს წარმატება მოუტანა."

"მიუხედავად ამისა, ისიც სათქმელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გარეშე გუნდს მუდმივად უჭირდა, რადგან სწორედ ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც სპალეტის თამაშში განსხვავებას ქმნიდნენ."


აღსანიშნავია, რომ ერალდო პეჩიმ მაღალი ხარისხის სისტემურად წარმოჩენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ნაპოლის ეტაპობრივი ვარდნა ლოგიკურად ასახსნელია:

"რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ აბსოლუტურად ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარო. ლოგიკურია, რომ ანგისას, კიმს, კვარაცხელიასა და სხვებს შედარებითი ვარდნა დაეწყოთ, ეს სეზონის ბოლოა და მოთამაშეები უკვე გამოფიტულნი არიან, ამაში გასაკვირი არაფერია." - თქვა ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი