სამარცხვინო საქციელი - ხაშურში ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს » სპორტის ხაზი

სამარცხვინო საქციელი - ხაშურში ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

სამარცხვინო საქციელი - ხაშურში ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს
22-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ძიუდოს ერთ-ერთი წარჩინებული წარმომადგენელი, ლუკა მაისურაძე ხაშურში გაქურდეს:

"ხაშურში, ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. მთავარი არხის ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი და ძვირფასი ნივთი. შემთხვევა გუშინ მოხდა, ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ." - წერს მთავარი არხი

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევას ქართველი გულშემატკივრებიც ეხმაურებიან. აი, რას წერენ ისინი:

"სამარცხვინოა, უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ"

"წარმატებულ ადამიანს ასე რომ მოექცევი, არც გული გაქვს და არც ტვინი"

"ლუკა ჩვენი ქვეყნისთვის ამდენს აკეთებს და ჩვენ ასე უნდა დავუფასოთ? სირცხვილია" - წერენ ქართველები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი