ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა
21-05-2023, 17:48
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა, რადგან ლეჩესა და სპეციას მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა, შედეგად კი კრემონეზეს 24 ქულა დაუგროვდა და მე-19 ადგილზე იმყოფება, გადასარჩენ ზონას კი 7 ქულით ჩამორჩება, წინ კი მხოლოდ ორი მატჩია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის გუნდი სერია A-ში ამ წელს ამოვიდა, თუმცა იტალიური ფეხბურთის ელიტას პირველივე სეზონში დაემშვიდობა.

ქართველმა მცველმა კრემონეზეს მაისურით მიმდინარე სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა - ლოჩოშვილმა ჯამურად 1 875 წუთი გაატარა მოედანზე.

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი