შუქურაში სიტუაცია დალაგდება? - თორნიკე რიჟვაძის დაპირება ადგილობრივ ქომაგებს » სპორტის ხაზი

შუქურაში სიტუაცია დალაგდება? - თორნიკე რიჟვაძის დაპირება ადგილობრივ ქომაგებს

შუქურაში სიტუაცია დალაგდება? - თორნიკე რიჟვაძის დაპირება ადგილობრივ ქომაგებს
21-05-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ქობულეთის შუქურა ფინანსური პრობლემების წინაშეა - აჭარული კლუბის ფეხბურთელებს 4 თვეა რაც ხელფასი არ აუღიათ და არც წინა წლის საჩემპიონო ბონუსი მიუღიათ.

ამ თემაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა და პირობა დადო, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა კლუბში არსებული პრობლემების მოგვარებას:

"ქობულეთის “შუქურამ” დღეს ბოლომდე იბრძოლა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, ძალიან ღირსეულად ითამაშა, რაც ყველა გულშემატკივარს გვიხარია!

მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთად მოვახერხოთ გუნდში არსებული პრობლემების მოგვარება. მჯერა, რომ გვერდში დგომითა და დახმარებით “შუქურა” გააგრძელებს წინსვლას და “ვიკინგებთან” ერთად გუნდის არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ!
", - წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი