"ხალხის იმედები აუცილებლად უნდა გავამართლოთ" - პეპ გვარდიოლა » სპორტის ხაზი

"ხალხის იმედები აუცილებლად უნდა გავამართლოთ" - პეპ გვარდიოლა

"ხალხის იმედები აუცილებლად უნდა გავამართლოთ" - პეპ გვარდიოლა
21-05-2023, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი და სიმონე ინძაგის ინტერი დაუპირისპირდებიან.

თავის მხრივ, მან.სიტი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას (უკვე ფორმალურად) დღეს ჩელსისთან ატარებს, ამავე მატჩისთვის განკუთვნილ პრესკონფერენციაზე კი გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ინტერს შეეხო:

"რა თქმა უნდა, ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან ურთულესი ამოცანა გვაქვს ამოსახსნელი. მიუხედავად ამისა, ხალხის აზრია, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი გუნდი ვართ, ჩვენ კი მათი დამოკიდებულება უნდა გავამართლოთ და რეალობად ვაქციოთ."
- თქვა ესპანელმა მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ ინგლისური და იტალიური კლუბები ფინალში ერთმანეთს 10 ივნისს შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი