აპირებს თუ არა სპალეტი ნაპოლიდან წასვლას? - იხილეთ ლუჩანოს პასუხი » სპორტის ხაზი

აპირებს თუ არა სპალეტი ნაპოლიდან წასვლას? - იხილეთ ლუჩანოს პასუხი

აპირებს თუ არა სპალეტი ნაპოლიდან წასვლას? - იხილეთ ლუჩანოს პასუხი
21-05-2023, 12:18
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში იტალიური მედია განუწყვეტლივ ნაპოლისა და ლუჩანო სპალეტის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც ტოსკანელმა სპეციალისტმა კლუბი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს, მიზეზი კი დე ლაურენტისთან უთანხმოებაა.

ცხადია, ამის შესახებ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა 64 წლის დამრიგებელს შეკითხვა ინტერთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს, რასაც სპალეტიმ შემდეგი რამ უპასუხა:

"ნურავის დაუჯერებთ, ეს სრული სისულელე და ტყუილია. მე არავითარ ახალ კლუბს არ ვეძებ და არც ხელფასია ჩემი სალაპარაკო თემა. ამ ეტაპზე არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებას, რის შესახებაც სულ ტყუილად წერენ."

"რაც შეეხება ინტერთან შეხვედრას, მათი დამარცხების დიდი მოტივაცია გვაქვს, რადგან ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ამ სეზონში გამარჯვება არ მოგვიპოვებია."
- თქვა სპალეტიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და ინტერის დღევანდელი შეხვედრა 20:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი