"ვილოცებთ, რომ ანესმა ბორდოს დამარცხება შეძლოს" - მიქაუტაძის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ვილოცებთ, რომ ანესმა ბორდოს დამარცხება შეძლოს" - მიქაუტაძის მწვრთნელი

"ვილოცებთ, რომ ანესმა ბორდოს დამარცხება შეძლოს" - მიქაუტაძის მწვრთნელი
21-05-2023, 11:07
Aa Aa
გაზიარება:

საფანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში გენგამმა გიორგი მიქაუტაძის მეცს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა გატანა მორიგ ჯერზე მოახერხა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიში მშვიდად გაათანაბრეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეცის დამრიგებელს, ლასლო ბოლონის შეკითხვა დაკარგული ქულების შესახებ დაუსვეს. აი, რა თქვა მან:

"მჯერა, რომ მატჩის მიმდინარეობა შედეგზე უშუალოდ აისახება. მოვახერხეთ და პირველ ტაიმში დომინანტები ვიყავით, უმეტეს დროს მეტოქის ნახევარზე ვატარებდით, გავიტანეთ გოლი და ბურთი ძელსაც მოვარტყით. შესაძლოა, რომ საკვანძო მომენტი სწორედ აქედან დაიწყო. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში ისეთი აქტიურები და აგრესიულები აღარ ვიყავით, მეტოქემ ნელ-ნელა უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშიც გაათანაბრა. ცხადია, ბიჭებს მხოლოდ ქულის მოპოვებას ვერ მივულოცავ, რადგან მეც მათსავით იმედგაცრუებული ვარ. ვიმედოვნებთ და ვილოცებთ, რომ მომდევნო ტურში ბორდო ანესის წინააღმდეგ დამარცხდეს." - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის დასრულებამდე სულ რაღაც 2 მატჩია დარჩენილი, ბორდო მეცს კი 3 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი