"შესაძლოა, რომ გიორგის სიტუაცია ამ ფაქტორმა შეცვალოს" - რობერ პირესი » სპორტის ხაზი

"შესაძლოა, რომ გიორგის სიტუაცია ამ ფაქტორმა შეცვალოს" - რობერ პირესი

"შესაძლოა, რომ გიორგის სიტუაცია ამ ფაქტორმა შეცვალოს" - რობერ პირესი
20-05-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძის მეცს ლიგა 2-ში მშვენიერი სეზონი აქვს და გუნდს შეუძლია, რომ სეზონის ბოლოს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში კვალიფიცირდეს, რაშიც ქართველ ფეხბურთელს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

სწორედ მეცისა და გიორგის შესახებ ისაუბრა არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეცის ლიგა 1-ში აღზევება მიქაუტაძის ტრანსფერსა და სამომავლო კარიერაზეც იმოქმედებს:

"ვფიქრობ, მეცი შესანიშნავად გამოიყურება და ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო წინა ტურის შეხვედრები, რადგან თავად 3 ქულა აიღეს, ბორდომ კი ქულები გაანიავა. ჩემი აზრით, მეცში სიტუაცია იდეალურადაა დალაგებული და ლასლო ბოლონის გუნდს შეუძლია, რომ ლიგა 1-ის საგზური მოიპოვოს, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, ასეთ შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძის გაშვება მოუწევთ, რომლითაც არაერთი კლუბია დაინტერესებული. მიმაჩნია, რომ ქართველს ნათელი მომავლისკენ გზას უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება გაუხსნის და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდება." - თქვა პირესმა

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ბოლო პერიოდში ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი, თუმცა გუნდების სახელები ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი