"ნაპოლის ჩემპიონობაში ყველას ერთნაირი დამსახურება აქვს" - მარჩელო ლიპი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ჩემპიონობაში ყველას ერთნაირი დამსახურება აქვს" - მარჩელო ლიპი

"ნაპოლის ჩემპიონობაში ყველას ერთნაირი დამსახურება აქვს" - მარჩელო ლიპი
20-05-2023, 17:33
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ მედიასთან ნაპოლის ტრიუმფის შესახებ ისაუბრა და ყურადღება იმ დეტალზე გაამახვილა, რომ წარმატებაში დამსახურებათა გამოცალკევების პრაქტიკა ალოგიკური და უადგილოა:

"ნაპოლიმ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და ეჭვგარეშეა, რომ სკუდეტო მათ დამსახურებულად მოიგეს. ალბათ, ყველაზე მეტად, რაც სპალეტის ნაპოლიში მომეწონა ისაა, რომ ისინი საოცარი აგრესიითა და გამორჩეული მანერით თამაშობდნენ. გარდა ამისა, მეტოქეს თავს ელვისებურად ესხმოდნენ და ყველაფერს უსწრაფესად აკეთებდნენ. მოკლედ, ლუჩანო სპალეტის ნაპოლი არის ამოსავალი წერტილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც როგორც გამარჯვება, ასევე ლამაზად თამაში სურთ."

"თავად სპალეტი ტოსკანელია, ისევე როგორც მე. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვემეგობრები და ახლოს მშვენივრად ვიცნობ. დარწმუნებით ვამბობ, რომ ლუჩანოს თავის ფეხბურთელებთან ყოველთვის შესაშური დამოკიდებულება აქვს, თუმცა კლუბის წარმატებაში მხოლოდ ერთი ადამიანის გამორჩევა სწორი მიდგომის ნაწილი არაა. ვფიქრობ, არც კი არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი კრედიტი უნდა მივცეთ."
- თქვა ლიპიმ

შეგახსენებთ, რომ პარტენოპეიმ იტალიის ჩემპიონატი ბოლოს 33 წლის წინ მოიგო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გუნდში დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი