ნაპოლისთან გახანგრძლივებაზე უარი თქვა - სპალეტი იუვენტუსში გადადის? » სპორტის ხაზი

ნაპოლისთან გახანგრძლივებაზე უარი თქვა - სპალეტი იუვენტუსში გადადის?

ნაპოლისთან გახანგრძლივებაზე უარი თქვა - სპალეტი იუვენტუსში გადადის?
20-05-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა Repubblica-მ დაწერა, რომ ტურინის იუვენტუსს კრისტიანო ჯუნტოლისთან ერთად ნაპოლის მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის გადაბირებაც სურს, რომელსაც ბოლო პერიოდში კლუბის პრეზიდენტთან ურთიერთობა აერია:

"ნაპოლი საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან იუვენტუსი ნეაპოლურ გუნდში განვითარებულ მოვლენებს გამადიდებელი შუშით აკვირდება. ბიანკონერი გეგმავს, რომ ლუჩანო სპალეტი 2023/2024 წლების სეზონში თავისივე გუნდში იხილოს, რაც სავსებით რეალური ვარიანტია, რადგან ლუჩანომ აურელიო დე ლაურენტისს ახალი კონტრაქტის დადებაზე უარი უთხრა." - წერს გამოცემა

Repubblica-ს ინფორმაციიდან გამომდინარე, წესით ნაპოლიში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რაც მთავარი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის გაშვების ფონზე სავსებით ლოგიკური იქნება.

საგულისხმოა, რომ სპალეტის შემცვლელად იტალიურ პრესაში რამდენიმე გვარი უკვე დასახელდა, მათგან ყველაზე ცნობილები კიი იულიან ნაგელსმანი, ანტონიო კონტე და რაფაელ ბენიტესი გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი