"ნაპოლის არა ხვიჩა და ოსიმენი, არამედ კიმი დატოვებს" - MARCA » სპორტის ხაზი

"ნაპოლის არა ხვიჩა და ოსიმენი, არამედ კიმი დატოვებს" - MARCA

"ნაპოლის არა ხვიჩა და ოსიმენი, არამედ კიმი დატოვებს" - MARCA
19-05-2023, 20:47
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ესპანურმა Marca-მ სტატია ნაპოლის სატრანსფერო გეგმების შესახებ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კლუბს ზაფხულში არა ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, არამედ კიმ მინ-ჯე დატოვებს, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს:

"პრემიერ ლიგაში კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით ძალიან ინტერესდებიან, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი ისაა, რომ კორეელმა ფეხბურთელმა იტალიის სამხრეთში საოცარი ფეხბურთი აჩვენა, მეორე კი ის გახლავთ, რომ კიმს კონტრაქტის გაწყვეტა და 50 მილიონად სხვა კლუბში გადასვლა შეუძლია, ეს მისი ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია." - წერს ესპანური გამოცემა

სხვათაშორის, Marca იმის შესახებაც საუბრობს, რომ სეზონის ბოლოს კიმს სამხრეთ კორეაში სამკვირიანი სავალდებული სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს, რაც ტრანსფერს ოდნავ შეაფერხებს, თუმცა მისი ჩამხშობი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება.

თავის მხრივ, აურელიო დე ლაურენტისი შეეცდება, რომ საზაფხულოდ კიმი ხელფასის გაზრდითა და უკეთესი პირობების შექმნით შეინარჩუნოს, რაც არც ისე იოლი საქმე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი