გუშინ, "კონფერენს ლიგაზე" შვეიცარიული "ბაზელი" საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის "სლოვან ბრატისლავას" დაუხვდა, სადაც სტუმრება 0:2 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ სასტარტო თერთმეტეულში იყო სამივე ქართველი: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. ამ უკანასკნელმა ორი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, მოედანი კი ერთი საათის თავზე დატოვა.
რასაკვირველია, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ვლადიმერ ვაისმა, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძეზე თქვა:
"რთულ შეხვედრებში ძილისა და ფიზიკური მზადყოფნის პრობლემები გვექმნება. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძეც, რომლის დასვენებაც და ძალების გადანაწილება აუცილებელია".
"ჩაკვეტაძის თამაშის შეფასება? - გიორგიმ პირველი გოლის დროს უმეთვალყურეოდ დატოვებული თანაგუნდელი შეამჩნია. გარდა ამისა, ჩაკვეტაძემ მეორე გოლის გატანის დროსაც უდიდესი საქმე შეასრულა", - ვლადიმერ ვაისი.