მოულოდნელი სიახლე - კვარასა და ბენიტესს მუშაობა ერთად მოუწევთ? » სპორტის ხაზი

მოულოდნელი სიახლე - კვარასა და ბენიტესს მუშაობა ერთად მოუწევთ?

მოულოდნელი სიახლე - კვარასა და ბენიტესს მუშაობა ერთად მოუწევთ?
19-05-2023, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

18 მაისის იტალიური მედია იმ ფაქტმა მოიცვა, რომ ლუჩანო სპალეტისა და აურელიო დე ლაურენტისს ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბათ, საამისოდ კი ტოსკანელ სპეციალისტს არაერთი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ მან ნაპოლის პრეზიდენტისგან სატრანსფერო ფანჯრისას გარანტიები აქტიურობაზე ვერ მიიღო.

სწორედ ამიტომ, ახლა კიდევ უფრო მოსალოდნელი გახდა ის, რომ სპალეტიმ ნაპოლი სეზონის დასრულების შემდეგ პირდაპირ დატოვოს, რის ფონზეც იტალიურ პრესაში უკვე რამდენიმე გვარი სახელდება, რომელთაც ლუჩანოს ნეაპოლურ გუნდში ჩანაცვლება შეეძლებათ, ასეთი ერთ-ერთი კი ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესია.

ბენიტესი ნაპოლიში 2013-2015 წლებში მუშაობდა და გუნდთან ერთად 2 ტიტული მოიგო, შესაბამისად, მისი დანიშვნა შედარებით ნაკლები რისკის შემცველი იქნება, რაც სწორედ ესპანელი სპეციალისტის წისქვილზე ასხამს წყალს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რაფაელ ბენიტესის გარდა, ნაპოლი ანტონიო კონტეს, ვინჩენცო იტალიანოს, ალესიო დიონისის და სხვა დამრიგებლების ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა ყველაზე მეტი შანსი სწორედ ბენიტესს აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი