PHOTO: უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოთი გამოიწვია » სპორტის ხაზი

PHOTO: უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოთი გამოიწვია

PHOTO: უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოთი გამოიწვია
19-05-2023, 00:14
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-11 ნომერმა უმარ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოთი ამავე ორგანიზაციის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გამოიწვია.

ფოტოზე ასახულია თუ როგორ მართავს ნურმაგომედოვი ეექსკავატორს და მსუბუქ ავტომობილებში მყოფ შონ ო'მალის, მერაბ დვალიშვილის და ალჯამეინ სტერლინგს მისდევს - აღნიშნული პოსტი დაღესტნელმა მებრძოლმა სათაურის გარეშე გამოაქვეყნა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ქართველი და დაღესტნელის დაპირისპირება ვიხილოთ.

ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ უმარ ნურმაგომედოვი რეიტინგში მე-11 ნომერია, ხოლო მერაბ დვალიშვილი პირველი და ქართველის ინტერესებში ამ დაპირისპირების ჩანიშვნა არ შედის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი