"ბარსელონა კიმიხზე მუშაობს, თავად ფეხბურთელს კი კამპ ნოუზე თამაში სურს" - Mundo Deportivo » სპორტის ხაზი

"ბარსელონა კიმიხზე მუშაობს, თავად ფეხბურთელს კი კამპ ნოუზე თამაში სურს" - Mundo Deportivo

"ბარსელონა კიმიხზე მუშაობს, თავად ფეხბურთელს კი კამპ ნოუზე თამაში სურს" - Mundo Deportivo
18-05-2023, 16:35
Aa Aa
გაზიარება:

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, კერძოდ ფერან მარტინესი წერს, რომ კატალონიის ბარსელონას მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის, იოზუა კიმიხის გადაბირება აქვს განზრახული.

აღსანიშნავია, რომ კამპ ნოუზე თამაში თავად გერმანელი ნახევარმცველის გეგმებშიც შედის, რაც ტრანსფერის განხორციელების შანსების კიდევ უფრო ზრდის.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც კიმიხის ბარსაში აღმოჩენას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. საქმე ისაა, რომ თუ ბაიერნი ვესთ ჰემიდან დეკლან რაისს გაიფორმებს, მაშინ ჩავის გუნდი იოზუას კიდევ უფრო მიუახლოვდება.

თავად ბარსელონას მეორე ვარიანტად რეალ სოსიედადის მარტინ სუბიმენდი ჰყავს, რომელიც მარტინესის ინფორმაციით, იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე კიმიხის შემთხვევაშია მოაზრებული.

ამდენად, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ბარსელონა 2023/2024 წლების სეზონის სტარტზე მორიგი ვარსკვლავური ფეხბურთელით გაძლიერდეს და ჩავის ახალი პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი