ექსკლუზივი - ჯუნტოლი იუვენტუსში მიდის და თან ნაპოლის ლიდერი მიჰყავს? » სპორტის ხაზი

ექსკლუზივი - ჯუნტოლი იუვენტუსში მიდის და თან ნაპოლის ლიდერი მიჰყავს?

ექსკლუზივი - ჯუნტოლი იუვენტუსში მიდის და თან ნაპოლის ლიდერი მიჰყავს?
19-05-2023, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს და იუვენტუსში სამუშაოდ გადაბარგდება, რის შესახებაც უკვე არაერთი გამოცემა წერს.

იწერება ისიც, რომ აურელიო დე ლაურენტისი კრისტიანოს წასვლასთან უკვე შეგუებულია, თუმცა არა იმასთან, რასაც ჯუნტოლი ყველასთვის მოულოდნელად აპირებს.

საქმე ისაა, რომ ნაპოლის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი იუვენტუსში წასვლისას თან კიმ მინ-ჯეს წაყვანასაც აპირებს მიუხედავად იმისა, რომ თავად კორეელი ფეხბურთელი უკვე მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს.

აქვე გეტყვით იმასაც, იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ესპოსიტოს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი კრისტიანო ჯუნტოლის ჩანაცვლებას ლაციოს სპორტული დირექტორით, იგლი ტარეთი აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი