"მრცხვენია, რომ ქომაგის წინაშე ასეთი ვარ" - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს » სპორტის ხაზი

"მრცხვენია, რომ ქომაგის წინაშე ასეთი ვარ" - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

"მრცხვენია, რომ ქომაგის წინაშე ასეთი ვარ" - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
18-05-2023, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ძიუდოისტი ლევან გორგაძე კარიერის დასრულებას აპირებს.

როგორც ტოჩინოშინმა Nikkan Sports-თან საუბრისას აღნიშნა, მას ბოლო პერიოდში მარცხენა ხელის ტრავმა ძალიან აწუხებს და ბოლომდე ბრძოლის საშუალებას არ აძლევს:

"ჩემი ბოლოდროინდელი პერფორმანსი ისეთი ნამდვილად არაა, როგორიც რეალურ სუმოისტს შეშვენის. სიმართლე გითხრათ, მრცხვენია, რომ ქომაგების წინაშე ასეთი გამოვდივარ." - თქვა ლევან გორგაძემ

ცნობისთვის, 35 წლის ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთეჯერ წააგო. დიდი ალბათობით, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერას იქვე დაასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი