შეუჩერებელი ქართველი - გიორგი მიქაუტაძე კვლავ ტურის სიმბოლურ XI-ში! » სპორტის ხაზი

შეუჩერებელი ქართველი - გიორგი მიქაუტაძე კვლავ ტურის სიმბოლურ XI-ში!

შეუჩერებელი ქართველი - გიორგი მიქაუტაძე კვლავ ტურის სიმბოლურ XI-ში!
18-05-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ფანტასტიკურ სეზონს ფანტასტიკურადვე აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მეცის ფორვარდი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა!

გიორგი მიქაუტაძის მეცი ლიგა 2-ის 35-ე ტურში გრენობლს შეხვდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ მასპინძელთა ერთადერთი გოლისას მოხდენილი საგოლე პასი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების შემტევს ლიგა 2-ის 34 თამაშში 22 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რომლითაც ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელობის შესანიშნავი შანსები აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი