"ხვიჩა კვარაცხელია ბოლო წლების მთავარი აღმოჩენაა" - კრისტიან ვიერი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ბოლო წლების მთავარი აღმოჩენაა" - კრისტიან ვიერი

"ხვიჩა კვარაცხელია ბოლო წლების მთავარი აღმოჩენაა" - კრისტიან ვიერი
17-05-2023, 12:28
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ფეხბურთისთვის ცნობილმა პირმა, კრისტიან ვიერიმ Il Mattino-სთან ნაპოლის შესახებ ისაუბრა, რის ფარგლებშიც ის ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

"ჩემი აზრით, ბოლო წლების მთავარი აღმოჩენა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჯორჯ ბესტს მახსენებს. ალბათ, საერთოდ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ქართველი არსაიდან გამოჩნდებოდა და სერია A-ზე საოცარი ეფექტი ექნებოდა, გაიტანდა დასამახსოვრებელ გოლებს, დაარიგებდა საგოლე პასებს და ნაპოლის სკუდეტოს მოაგებინებდა."

"მე სპალეტის ვემეგობრები და მას კარგად ვიცნობ. მისმა გუნდმა უბრალოდ საუკეთესო სეზონი ჩაატარა და დამსახურებული ტიტულიც მოიგო, მათ მიერ ნაჩვენები შოუ დასამახსოვრებელი და განუმეორებელი იყო. ცხადია, კარგი იქნებოდა, რომ ნაპოლი ლიგაზე უფრო შორს წასულიყო, თუმცა საბოლოო ჯამში მათი სეზონი 10 ქულით უნდა შევაფასოთ, რადგან ადვილი სულაც არაა, რომ წამყვანი ფეხბურთელები გაუშვა, შემდეგ კი შიდა ჩემპიონატი ასეთი დომინაციით მოიგო."

"ვფიქრობ, ნაპოლიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა ჯუნტოლი და სპალეტი შეინარჩუნოს. გარდა ამისა, დე ლაურენტისმა გუნდში საკვანძო მოთამაშეებიც უნდა დაიტოვოს, რადგან ყოველი ახალი სეზონის ფონზე ფუნდამენტის გამოცვლა კარგს არაფერს მოიტანს."
- თქვა კრისტიან ვიერიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 21 მაისს გამართავს, მეტოქე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ინტერი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი