ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ეჭვგარეშეა, რომ ქართველი გარემარბი ნაპოლის ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი მონაწილეა.
როგორც თავად კლუბის ინსაიდერმა, ანუ მასთან დაახლოებულმა სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ დაწერა, ნაპოლი გეგმავს, რომ ამ დღეებში ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს.
ამჟამად, კვარაცხელიას ნაპოლისთან დადებული ხელშეკრულება 2027 წლამდეა გათვალისწინებული, თუმცა აურელიო დე ლაურენტისის სურვილია, რომ ის 2028 წლამდე გახანგრძლივდეს. გარდა ამისა, იგეგმება კვარასთვის ხელფასის გაორმაგებაც.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.