"უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელს დაკარგავს" - ფედელე სპალეტიზე » სპორტის ხაზი

"უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელს დაკარგავს" - ფედელე სპალეტიზე

"უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელს დაკარგავს" - ფედელე სპალეტიზე
15-05-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ვრცელდება საფეხბურთო ექსპერტის, ენრიკო ფედელეს კომენტარი, რომელიც მან ლუჩანო სპალეტის შესახებ გააკეთა.

როგორც ფედელემ თქვა, 64 წლის ტოსკანელმა სპეციალისტმა ნაპოლი ამ ზაფხულს უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდებას ვერ შეინარჩუნებს და სახელიც გაუფუჭდება:

"დე ლაურენტისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ლუჩანოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ის ფეხბურთელები შეიძინოს, რომლებიც სპალეტის ყველაზე მეტად სურს."

"იმ შემთხვევაში თუ დე ლაურენტისი და სპალეტი ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ტოსკანელი ნაპოლიდან აუცილებლად უნდა წავიდეს, რათა სტეფანო პიოლის გზა არ გაიზიაროს და მოპოვებული დიდება მეორე სეზონში არ გაანიავოს."
- თქვა ფედელემ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი 33 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი