ჰაერივით საჭირო ქულები აიღეს - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა სელტასთან? » სპორტის ხაზი

ჰაერივით საჭირო ქულები აიღეს - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა სელტასთან?

ჰაერივით საჭირო ქულები აიღეს - რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა სელტასთან?
14-05-2023, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც სელტამ ვალენსიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ "ღამურების" სასტარტო XI-ში იმყოფებოდა გიორგი მამარდაშვილი, რომლის ანგარიშზეც ვიგოური გუნდის წინააღმდეგ 5 მოგერიებული ბურთი გახლდათ.

რაც შეეხება ქართველი მეკარის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 7.5 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რომლითაც გიორგი ვალენსიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ამ გამარჯვებით ვალენსია ლა ლიგის მე-14 პოზიციას 37 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას უკვე 3 ქულით აღემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი