“ვიომებ იქ, სადაც სამშობლოს დასჭირდება” - ბექაურმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა » სპორტის ხაზი

“ვიომებ იქ, სადაც სამშობლოს დასჭირდება” - ბექაურმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

“ვიომებ იქ, სადაც სამშობლოს დასჭირდება” - ბექაურმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
14-05-2023, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველომ ჯამში ოთხი მედალი მოიპოვა. ერთ-ერთ ფინალურ დაპირისპირებაში ქომაგმა ქართული ფინალი იხილა ლაშა ბექაურსა და ლუკა მაისურაძეს შორის. ოქროს მედალი ლუკას დარჩა, ვერცხლის ლაშას. წინა დღეებში კი გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილმა კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ფინალური ბრძოლის შემდგომ ქართული დუელის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორ უყვარს თავისი სამშობლო.

იხილეთ პოსტი:

“მე იმ 300ის შთამომავალი ვარ!საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია, და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება , ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო,შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამოდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის რომ მომცა ის რითიც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო, და ჩემებმა იცოდნენ რომ მათ ყავთ ლაშა ბექაური პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან"რომელიც მსოფლიოს აზანზარებს😊🇬🇪!!”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი