"გვსურს, რომ სარის ნაპოლის 91 ქულა გავაუმჯობესოთ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"გვსურს, რომ სარის ნაპოლის 91 ქულა გავაუმჯობესოთ" - ლუჩანო სპალეტი

"გვსურს, რომ სარის ნაპოლის 91 ქულა გავაუმჯობესოთ" - ლუჩანო სპალეტი
13-05-2023, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი მონცა იქნება.

აი, რაზე ისაუბრა ხვალინდელი მატჩამდე ნაპოლის 64 წლის დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ:

"გვაქვს მოტივაცია და სურვილი, რომ მაურიციო სარის ნაპოლის მოპოვებული 91 ქულა გავაუმჯობესოთ. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ დარჩენილ შეხვედრებში მეტოქეებს პატივი ვცეთ და აღნიშნული მატჩებისთვის სრული მონდომებით განვეწყოთ."

"როგორ დავახასიათებ ერთი სიტყვით ამ სეზონს? - ალბათ, სიტყვა მარადიული კარგი ვარიანტი იქნებოდა."

"ხვალ ვის ვათამაშებ? - ინტერთან არა, მაგრამ ხვალ შედარებით გამოუცდელი და უთამაშებელი ფეხბურთელები იქნებიან ძირითადში. მაგალითად, ბერეჟინსკის სასტარტო XI-ში იხილავთ."

"ბევრჯერ მითქვამს და კიდევ მინდა, რომ ქომაგებს დიდი მადლობა გადავუხადო. მათი გულისთვის ბევრი ღამე გამითენებია ნერვიულობით, თუმცა ახლა ნაპოლის გულშემატკივართა სახეებზე ღიმილსა და ბედნიერებას ვხედავ, რაც ჩემს ტკივილს სრულებით ანაზღაურებს."
- თქვა სპალეტიმ

ცნობისთვის, ხვალინდელი მატჩი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.