"კვარასა და ოსიმენის შეჩერება შეუძლებელია" - მონცას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარასა და ოსიმენის შეჩერება შეუძლებელია" - მონცას მწვრთნელი

"კვარასა და ოსიმენის შეჩერება შეუძლებელია" - მონცას მწვრთნელი
13-05-2023, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი მონცა იქნება.

აი, რაზე ისაუბრა ნეაპოლური გუნდის მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელე პალადინომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე:

"ხვალ ძალიან კარგად მომზადებული გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, თუმცა ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და სტიმულია. მათთან კარგი თამაშის ჩვენება დასტური იქნება იმისა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია, ეს ერთგვარი ტესტი იქნება."

"როგორ შევაჩერებთ კვარასა და ოსიმენს? - ისინი ჩემპიონები არიან, ჩემპიონთა შეჩერება კი შეუძლებელია. ცხადია, ორივე საოცარი ფეხბურთელია, თუმცა ვეცდებით, რომ მათთვის სივრცეები მაქსიმალურად შევზღუდოთ."

"ვფიქრობ, სპალეტი ახლა იტალიის საუკეთესო მწვრთნელია და მსურს, რომ საუკეთესოსგან მაგალითი ავიღო."
- თქვა 39 წლის პალადინომ

ცნობისთვის, ხვალინდელი მატჩი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.