სპალეტი და დე ლაურენტისი უახლოეს დღეებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ » სპორტის ხაზი

სპალეტი და დე ლაურენტისი უახლოეს დღეებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ

სპალეტი და დე ლაურენტისი უახლოეს დღეებში სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ
13-05-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი იტყობინება, უახლოებს დღეებში “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. მათი საუბრის თემა სამომავლო გეგმები და კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხებია.

როგორც იწერება იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე საკითხი აინტერესებს - კრისტიან ჯუნტოლის თემა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გეგმები და აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებული დეტალები.

ლუჩიანო მიიჩნევს, რომ მან თავისი შესაძლებლობები გამოავლინა და ხელმძღვანელობა ხელფასის მომატებაზე უნდა დაფიქრდეს. Tuttomercatoweb-ი ვარაუდობს, რომ სპალეტის ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე ავა.

La Gazzeta იმასაც კი ამბობს, რომ ლუჩიანოს გუნდში დარჩენა კვლავ სათუოა და დე ლაურენტისი ყველაფერს იზამს, რათა იგი ნეაპოლში დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.