"ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი მესის შესაძლო დაბრუნებაზე » სპორტის ხაზი

"ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი მესის შესაძლო დაბრუნებაზე

"ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი მესის შესაძლო დაბრუნებაზე
6-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტუალურია არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების საკითხი.

ამ თემას ჟურნალისტებთან ინტერვიუში ესპანური გრანდის ვიცე-პრეზიდენტი, ედუარ რომეუ შეეხო, რომელმაც განაცხადა:

"თუკი კლუბის სამწვრთნელო შტაბი ჩათვლის, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. ლიონელ მესი ბარსელონასთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისთვის ჩვენი კლუბის კარი ყოველთვის ღიაა."

როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, 35 წლის ფეხბურთელს თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ლეო ამ საკითხზე ფიქრს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს, რომელიც დიდი ალბათობით ბოლო იქნება ლეგენდარული არგენტინელისთვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი