ახალი ტრიო ნაპოლიში? - ხვიჩას გუნდს სასუოლოს ფეხბურთელი დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ახალი ტრიო ნაპოლიში? - ხვიჩას გუნდს სასუოლოს ფეხბურთელი დაუკავშირეს

ახალი ტრიო ნაპოლიში? - ხვიჩას გუნდს სასუოლოს ფეხბურთელი დაუკავშირეს
13-05-2023, 17:52
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევს, ამის პარალელურად კი სატრანსფერო სიახლეები უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

როგორც Footballnews24 წერს, ნაპოლი სასუოლოს ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელით, არმან ლორიენტეთი ინტერესდება, რომელმაც, შესაძლოა, რომ კვარაცხელიასთან და ოსიმენთან ერთად კლუბის ახალი ტრიო ჩამოაყალიბოს:

"ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნის მიუხედავად, არმან ლორიენტემ დაამტკიცა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. სატრანსფერო პერიოდის მოსვლასთან ერთად ინტერესი რამდენიმე გუნდისგან არსებობს", - წერს ვებგვერდი და ფრანგი მოთამაშის აგენტის, რობერტო მელონის კომენტარი მოჰყავს:

"ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ შენი კლიენტით ისეთი დიდი გუნდი ინტერესდება, როგორიც ნაპოლია, რომელიც სკუდეტოს გამარჯვებული გახდა და წლიდან წლამდე ძალიან იზრდება. არმანს მართლაც აქვს პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ მომავალი წლიდან სპალეტის გუნდს შეუერთდეს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ იდუმალია და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ"
, - თქვა მელონიმ

სხვათაშორის, ლორიენტეს აგენტმა იმის შესახებაც იხუმრა, რომ თუ კვარაცხელია/ოსიმენი/ლორიენტეს ტრიო შედგება, მაშინ ყველა მათგანი გულშემატკივრებმა ფენტეზი ლიგაში უნდა აიყვანონ.

ცნობისთვის, არმან ლორიენტეს ამ სეზონში სერია A-ში 7 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს მითვლილი, მისი ამჟამინდელი ფასი კი 18 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.