"ვინისიუს ჟუნიორი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთს მოიგებს" - ლა ლიგის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ვინისიუს ჟუნიორი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთს მოიგებს" - ლა ლიგის პრეზიდენტი

"ვინისიუს ჟუნიორი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთს მოიგებს" - ლა ლიგის პრეზიდენტი
12-05-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ცნობილი მადრიდისტაა, რომელიც ამას არც არასდროს მალავდა.

ამის პარალელურად, ტებასმა ესპანურ მედიასთან რეალის ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბრაზილიელი უახლოეს მომავალში ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება:

"როდესაც Burger King-თან სასპონსორო ხელშეკრულება გავაფორმეთ, მაშინ მათთან საუბრისას უბრალოდ აღვნიშნე, რომ ვინისიუსი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ამის გამო ირონიული დამოკიდებულება მივიღე. აბა, ახლა შეხედეთ როგორი სიტუაციაა და ვინ იყო მართალი.."

"ჩემი აზრით, ბრაზილიელი მსოფლიოს 3-4 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, ეს ეჭვგარეშეა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვინისიუსი ადრე თუ გვიან ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება."
- თქვა ტებასმა

ცნობისთვის, ბოლოს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთ 2007 წელს მოიგო, მისი მფლობელი კი რიკარდო კაკა გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი