258 მილიონის დანაკარგი - დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

258 მილიონის დანაკარგი - დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

258 მილიონის დანაკარგი - დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
12-05-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, იტალიურ მედიაში, კერძოდ Tuttonapoli-ზე აურელიო დე ლაურენტისის კომენტარი გამოქვეყნდა, რომელიც მან ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვის შესახებ გააკეთა.

როგორც დე ლაურენტისი ამბობს, ის ქართველს ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე აკვირდებოდა, თუმცა ყველაფრის გამართულებელი კორონავირუსი გამოდგა:

"ჩვენ კვარაცხელია საქართველოში ჯერ კიდევ 3 წლის წინ აღმოვაჩინეთ, თუმცა მაშინ კოვიდის პერიოდი იყო, რის გამოც მთელი 258 მილიონი დავკარგეთ, ხვიჩას ტრანსფერში კი არც თუ ცოტას ითხოვდნენ."

"გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ჯუნტოლი კვარაცხელიას მიუბრუნდა. კრისტიანომ სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად იმუშავა და ხვიჩა მხოლოდ 11 მილიონად შეიძინა."
- თქვა დე ლაურენტისმა

სხვათაშორის, ამავე წყაროსთან საუბრისას ნაპოლის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ არათუ ვარსკვლავების შენარჩუნებას, არამედ მათი რიცხვის გაზრდას აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.