მონცა - ნაპოლი | ელიან თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში? » სპორტის ხაზი

მონცა - ნაპოლი | ელიან თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში?

მონცა - ნაპოლი | ელიან თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში?
12-05-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მონცა და ნაპოლი სერია A-ში ერთმანეთს 14 მაისს შეხვდებიან, ეს მატჩი ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სათავეს.

როგორც Sky Sports-ისგან ვიგებთ, ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიას წინა ტურის მსგავსად კვლავ სკამიდან დააწყებინებს, რადგან დარჩენილი მატჩები უკვე უმნიშვნელოა, სათამაშო პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელებისთვის დროის მიცემა კი მნიშვნელოვანი.

Sky-ის მოსაზრებას თავად სპალეტის გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომელმაც აღნიშნა, რომ სერია A-ს დარჩენილ შეხვედრებში უპირატესი უთამაშებელი ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა და მათზე დაკვირვება იქნება.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონატში პირველი საშინაო შეხვედრა (მეორე ტურში) სწორედ მონცას წინააღმდეგ გამართა, სადაც ქართველი ორი გატანილი გოლით გამოირჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.