ატალანტას მიადგნენ - ნაპოლიმ კიმის შესაძლო შემცვლელი იტალიაშივე მონახა? » სპორტის ხაზი

ატალანტას მიადგნენ - ნაპოლიმ კიმის შესაძლო შემცვლელი იტალიაშივე მონახა?

ატალანტას მიადგნენ - ნაპოლიმ კიმის შესაძლო შემცვლელი იტალიაშივე მონახა?
12-05-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ნაპოლის ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯე მომდევნო სეზონიდან ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდება და მანჩესტერ იუნაიტედის მაისურს მოირგებს, რომელსაც ფეხბურთელის გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა კიმის შესაძლო წასვლაზე ფიქრი უკვე დაიწყო და მისი შემცვლელი იქვე, იტალიაში მონახა.

ამავე წყაროს მიხედვით, ნაპოლის პრეზიდენტის პირველი კანდიდატი ატალანტას 19 წლის მცველი, ჯორჯო სკალვინია, რომელიც სერია A-ში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მიიჩნევა, ეს კი დე ლაურენტისს ყველაზე კარგად ესმის.

ცნობისთვის, ჯორჯო სკალვინი ბერგამოული კლუბის აღზრდილია. გარდა ამისა, მისი თამაშით მოხიბლული დარჩა იტალიის მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, რომელმაც სკალვინის ნაკრებში უკვე 4 მატჩის ჩატარების საშუალება მისცა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Transfermarkt-ზე ჯორჯო სკალვინის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი