აბერდინთან ერთად - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ავსტრიული გუნდი ინტერესდება » სპორტის ხაზი

აბერდინთან ერთად - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ავსტრიული გუნდი ინტერესდება

აბერდინთან ერთად - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ავსტრიული გუნდი ინტერესდება
12-05-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ Geo Team-მა დაწერა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით შოტლანდიური აბერდინია დაინტერესებული, რომელიც ქართველის გენტიდან გამოსყიდვასა და ბელგიური გუნდისთვის 5 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

ამის პარალელურად, ცნობილი ხდება ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელით ავსტრიული ვენის რაპიდიცაა დაინტერესებული, თუმცა მათი გეგმა არა გიორგის ყიდვა, არამედ იჯარით აყვანა და მასზე დაკვირვებაა.

აბერდინიც და რაპიდიც თავიანთი ქვეყნების უმაღლეს ლიგაში თამაშობენ, შესაბამისად, გიორგი ჩაკვეტაძეს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის შანსი ორივე გუნდში ექნება.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძეს სლოვანიდან გენტში დაბრუნება სეზონის დასრულების შემდეგ მოუწევს, ხოლო გააგრძელებს თუ არა გიორგი კარიერას შოტლანდიასა თუ ავსტრიაში, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი