თვალები ხვიჩასკენ - კარლო ანჩელოტი პერესს კვარაცხელიაზე ესაუბრა? » სპორტის ხაზი

თვალები ხვიჩასკენ - კარლო ანჩელოტი პერესს კვარაცხელიაზე ესაუბრა?

თვალები ხვიჩასკენ - კარლო ანჩელოტი პერესს კვარაცხელიაზე ესაუბრა?
12-05-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის ნამდვილი აღმოჩენის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მადრიდის რეალის ინტერესი დღემდე აქტიურია, ამის შესახებ ესპანური გამოცემა წერს.

Dariogol-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი, რომელიც კვარას ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობისას აკვირდებოდა, ქართველი ფეხბურთელით კვლავ მონუსხულია და მისი სურვილია, რომ რეალში ერთი წლით დარჩენის შემთხვევაში (რისი შანსიც ძალიან დიდია) პერესმა მას სწორედ კვარაცხელია მიუყვანოს, რათა გუნდის ფლანგები კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდეს.

ამავე წყაროს მიხედვით, იტალიელმა სპეციალისტმა რეალის პრეზიდენტთან ამ საკითხის შესახებ შეხვედრა უკვე გამართა, თუმცა რა პასუხი მიიღო მისგან, ამის შესახებ ჯერ არაფერი იწერება.

შეგახსენებთ, რომ თავად ქართველი ფეხბურთელის საოცნებო კლუბი მადრიდის რეალია, რაც ინტერნეტში უკვე საქვეყნოდ ცნობილი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი