"პენალტების გაფუჭების მეტი არაფერი უქნია" - სომეხი ფანები ხვიჩას მხითარიანს ადარებენ » სპორტის ხაზი

"პენალტების გაფუჭების მეტი არაფერი უქნია" - სომეხი ფანები ხვიჩას მხითარიანს ადარებენ

"პენალტების გაფუჭების მეტი არაფერი უქნია" - სომეხი ფანები ხვიჩას მხითარიანს ადარებენ
12-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ტურნირზე ერთ-ერთი ნახევარფინალის პირველი შეხვედრა მილანსა და ინტერს შორის გაიმართა, რომელიც სიმონე ინძაგის გუნდმა ედინ ჯეკოსა და ჰენრიკ მხითარიანის გოლებით მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მხითარიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, რომელმაც ამავე ტურნირის 1/2 ფინალში გოლის გატანა შეძლო, რასაც სომეხი ფანები ირონიულად ეხმაურებიან და წერენ, რომ კვარაცხელია იგივეს გაკეთებას ვერასდროს შეძლებს:

"აღიარეთ, რომ ფეხბურთშიც გაჯობეთ, ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხში"

"ნახევარფინალში კვარაცხელია ვერასდროს გაიტანს"

"ინტერი ნაპოლიზე უკეთესია, მხითარიანი კი კვარაცხელიაზე, ეს უმარტივესი მოცემულობაა"

"ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების გაფუჭების მეტი არაფერი უქნია"

"მხითარიანი ფინალშიც გაიტანს, კვარაცხელიამ კი ტურნირს ტელევიზორიდან უყუროს"

"ესაა გამოცდილება და ტვინი, რაც მის კონკურენტებს არ გააჩნიათ"

"სწორ დროს გაიტანა ჰენრიკმა, უკვე ვიღაცები ენას არ აჩერებდნენ თავიანთი ბიჭის გამოჩენით"

"მხითარიანი ინტერის სული და გულია, კვარაცხელიაზეც იგივეს ვიტყოდი ნაპოლის შემთხვევაში, თუმცა გაგრძელდება ასე?"

"მის თამაშში კლასი ჩანს, კვარაცხელია კი სეზონის მეორე ნახევარში ამოკეტეს"

"იყვირეთ მხითარიანის გვარი და იამაყეთ, რომ რეგიონში ყველაზე დიდი ფეხბურთელი სომეხია" - წერენ მეზობელი ქვეყნის ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი