“ნაპოლიმ” კიმ მინ ჯეს შემცვლელი იპოვნა » სპორტის ხაზი

“ნაპოლიმ” კიმ მინ ჯეს შემცვლელი იპოვნა

“ნაპოლიმ” კიმ მინ ჯეს შემცვლელი იპოვნა
12-05-2023, 13:43
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ნაპოლის” მცველი კიმ მინ ჯე შეიძინოს. “წითელი ეშმაკები” სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ 60-70 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, წლიური ხელფასის სახით კი 6 მილიონი ევროს გადახდას.

ბუნებრივია, რომ “პარტენოპეის” კიმის შემცვლელი დასჭირდება და ამ საკითხზე ფიქრს უკვე შეუდგა. მათ თვალში ბერგამოს “ატალანტას” ახალგაზრდა მოთამაშე, ჯორჯო სკალვინი მოექცა. იგი 19 წლისაა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში უკვე ოთხში შეხვედრა მოუგროვდა.

სკალვინის “ატალანტასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სერია A-ში 28 შეხვედრაა. Transfermarket-ზე ჯორჯოს ღირებულება კი 30 მილიონ ევრომდე აღწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი