ანზორ კავაზაშვილი ძალიან გაბრაზდა - ყოფილი სპორტსმენი რუსეთში უმუშევარი დარჩა » სპორტის ხაზი

ანზორ კავაზაშვილი ძალიან გაბრაზდა - ყოფილი სპორტსმენი რუსეთში უმუშევარი დარჩა

ანზორ კავაზაშვილი ძალიან გაბრაზდა -  ყოფილი სპორტსმენი რუსეთში უმუშევარი დარჩა
6-10-2022, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის სპარტაკის ყოფილ მეკარეს, ანზორ კავაზაშვილს რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოხვედრა უნდა - სწორედ ამიტომ, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად აკრიტიკებდა უეფასა და ფიფას, პარალელურად კი უკრაინელებს ლანძღავდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კავაზაშვილს ეს "გარჯა" არ დაუფასდა და ის რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტიდან დაითხოვეს, რის გამოც უმუშევარი დარჩა.

ამ ფაქტით გაბრაზებული ანზორი რუსულ Матч ТВ-ს ესაუბრა:

"საქმის კურსში არ ვარ თუ რატომ გადაწყვიტეს ეთიკის კომიტეტის რეორგანიზაცია და ხელმძღვანელობასთან ერთად ყველა წევრის შეცვლა. ამ კომიტეტში ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ, დიდი სპორტული დამსახურებით და წოდებებით.

არ ვიცი, რა კრიტერიუმებით შეადგინეს ახალი შემადგენლობა - აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებიდან გავიგე, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევას სიტყვა უპატივცემულობა შეესაბამება ყველაზე კარგად.

რაც არ უნდა იყოს, ეთიკის კომიტეტი ვართ და ვცდილობთ, საკუთარი პოზიცია კულტურულად გამოვხატოთ. თუ ადამიანურად ვილაპარაკებთ, ეს იმათი მხრიდან უბრალოდ უტიფრობა
ა", - განაცხადა კავაზაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი