“ფინალში გასვლამდე ბევრი შრომა მოგვიწევს” - სიმონე ინძაგი » სპორტის ხაზი

“ფინალში გასვლამდე ბევრი შრომა მოგვიწევს” - სიმონე ინძაგი

“ფინალში გასვლამდე ბევრი შრომა მოგვიწევს” - სიმონე ინძაგი
11-05-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანური გუნდები, “მილანი” და “ინტერი” დაუპირისპირდნენ. “ნერაძურიმ” მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრის შემდგომ “შავ-ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა:

“საოცარი შეხვედრა გამოდგა. პირველ ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. განმეორებით შეხვედრაში უფრო მეტი ქომაგი გვეყოლება, ეს მატჩის ანგარიშთან ერთად ჩვენთვის დიდი უპირატესობა იქნება.

სანამ ფინალზე ვიოცნებებთ, ბევრი შრომა მოგვიწევს. ბიჭებმა მთელი გულითა და მონდომებით ითამაშეს. მალე სასუოლოსთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ ძალები უნდა აღვიდგინოთ.”

შეგახსენებთ, რომ დერბი დელა მადონინას მეორე ჩემპიონთა ლიგურ დუელს 16 მაისს ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი