“მომდევნო მატჩში ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია” - სტეფანო პიოლი » სპორტის ხაზი

“მომდევნო მატჩში ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია” - სტეფანო პიოლი

“მომდევნო მატჩში ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია” - სტეფანო პიოლი
11-05-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს მილანური გუნდები, “მილანი” და “ინტერი” დაუპირისპირდნენ. “ნერაძურიმ” მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრის შემდგომ “შავ-წითლების” მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა:

“ინტერმა უკეთესად ითამაშა და გოლები გაიტანა. ჩვენ სხვანაირი დასასრული გვინდოდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ერთმა ეპიზოდმა შესაძლოა, სცენარი შეცვალოს.

ტაქტიკურად თუ მენტალურად რთული ბრძოლა გამოვიდა. გოლის გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მომდევნო მატჩში ასე არ უნდა ვიმოქმედოთ. ყველა იმედგაცრუებულია, მაგრამ ამავდროულად სიტუაციის შეცვლის სურვილიც გაგვაჩნია.”

შეგახსენებთ, რომ დერბი დელა მადონინას მეორე ჩემპიონთა ლიგურ დუელს 16 მაისს ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი