45 662 ევრო საათში - როგორი იქნება მესის წლიური ხელფასი ალ-ჰილალში გადასვლის შემთხვევაში? » სპორტის ხაზი

45 662 ევრო საათში - როგორი იქნება მესის წლიური ხელფასი ალ-ჰილალში გადასვლის შემთხვევაში?

45 662 ევრო საათში - როგორი იქნება მესის წლიური ხელფასი ალ-ჰილალში გადასვლის შემთხვევაში?
10-05-2023, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესისთან დაკავშირებით სატრანსფერო სიახლეებს ბოლო არ უჩანს, არგენტინელ ვარსკვლავს კარიერის გაგრძელების 3 რეალური ვარიანტი აქვს.

პირველ რიგში, მას შეუძლია, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩეს და კონტრაქტი გაახანგრძლივოს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ის ყოფილ კლუბში, ბარსელონაში დაბრუნებას და 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს.

ლეო მესის მესამე ვარიანტი არაბეთის ლიგაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშია, ოღონდ არა ალ-ნასრში, არამედ ალ-ჰილალში, რომელიც მესის საოცარ ხელფასს სთავაზობს.

როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ალ-ჰილალი მზადაა, რომ ლეო მესის წლიურად 400 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც დანაწევრებით ასე გამოიყურება:

წამში - 12.7 ევრო | წუთში - 761 ევრო | საათში - 45 662 ევრო | დღეში - 1.1 მილიონი ევრო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი